ზოგადი წესები ასეთია: სანამ მკითხაობას დაიწყებდეთ, შეიძინეთ ახალი დასტა. ბანქო, რომელითაც უკვე ითამაშეს/ითამაშეთ, სამკითხაოდ აღარ ვარგა. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს გარდა ამ დასტას არავინ უნდა შეეხოს. ორშაბათს და კვირას არ მკითხაობენ, რადგან თვლიან, რომ არასწორი პასუხები ამოდის. თუ არევის დროს 1 ბანქო ამოვარდა დასტიდან, ეს ნიშნავს, რომ მის განმარტებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოჭრა ხდება მარცხენა ხელით თქვენსკენ.
არსებობს თითოეული ბანქოს სხვადასხვაგვარი განმარტებები. 2 ვარიანტს დავწერ და თავად შეარჩიეთ, რომლით იხელმძღვანელებთ:
განმარტებების მე-2 ვარიანტი
გული
2 – წარმატება, რაიმე საქმიანობა ან პარტნიორობა, მხარდაჭერა პარტნიორისგან
3 – ემოციური პრობლემები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, არ ილაპარაკოთ ზედმეტი
4 – ცვლილება, მოგზაურობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა, გვიანი ქორწინება
5 – ეჭვიანი ადამიანები იმყოფებიან თქვენს გარშემო. სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ
6 – მოულოდნელი იღბლიანობა. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ან მზრუნველობას გამოიჩენს
7 – ორგული ან არასაიმედო ადამიანი, გატეხილი პირობები
8 – სტუმრიანობა, სტუმრები, მოწვევები, მოულოდნელი საჩუქარი
9 – ოცნებების ასრულება
10 – იღბლიანობა, ბედნიერება, წარმატება
ვალეტი – ახლო მეგობარი, კარგი ხასიათის ქერათმიანი ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი წყლის სტიქიის ნიშნით
დედოფალი – კეთილი ქერათმიანი ქალი, ქალი წყლის სტიქიის ნიშნით, კეთილი რჩევა, მზრუნველი ქალი
მეფე – კარგი ხასიათის ქერათმიანი მამაკაცი, მამაკაცი წყლის სტიქიის ნიშნით, კარგი რჩევა
ტუზი – სახლი, სიყვარული, მეგობრობა, ახალი რომანის დასაწყისი, სასიყვარულო წერილი, ბედნიერება
აგური
2 – საქმიანი პარტნიორობა, ურთიერთობების შეცვლა, ჭორაობა
3 – პრობლემები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული წერილი
4 – მემკვიდრეობა, ფინანსურად გაძლიერება, კარგი რჩევა ასაკოვანი ადამიანისგან
5 – წარმატება ბიზნესში, ბედნიერი ოჯახი, ბავშვის დაბადება ან კარგი სიახლეები ბავშვის შესახებ
6 – პრობლემები ქორწინებაში ან ურთიერთობებში, დაშორება
7 – მოულოდნელი სიახლე ან საჩუქარი, პრობლემა და დანაკარგი სამსახურში
8 – ქორწინება და მოგზაურობა, ფინანსური აღმავლობა და დაღმავლობა, სიყვარულის პოვნა მგზავრობის დროს
9 – მოულოდნელობა ფულთან დაკავშირებით, ახალი ბიზნესი, მოუსვენრობა
10 – ფული და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სასიკეთო ცვლილებები
ვალეტი – ნათესავი, ახალგაზრდა ადამიანი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, ერიდეთ არაპატიოსან ან არასაიმედო ადამიანს
დედოფალი – ქალი, რომელსაც უყვარს გართობა და ჭორაობა, ფლირტი, ქალი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, ქალი მიწის სტიქიის ნიშნით
მეფე – ჯიუტი და გავლენიანი მამაკაცი, მამაკაცი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, მამაკაცი მიწის სტიქიის ნიშნით
ტუზი – ბეჭედი ან სამკაული საჩუქრად, სიახლეები ფულის შესახებ, წერილი
ჯვარი
2 – ბოროტი ჭორები, იმედგაცრუება, წინააღმდეგობა
3 – დაქორწინება მდიდარ პარტნიორზე, პარტნიორის ფული, ბედნიერება, სიყვარული, მეორე შანსი
4 – ცვლილებები უარესობისკენ, ტყუილი, ღალატი, ერიდეთ ბრმად მინდობას
5 – ახალი მეგობრები, წარმატებული ქორწინება, დახმარება მეგობრებისგან
6 – წარმატება ბიზნესში, ფინანსური დახმარება
7 – წარმატება ბიზნესში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა საპირისპირო სქესითან ურთიერთობის დროს
8 – უსიამოვნება ურთიერთობებში, ბიზნესში და პირად საკითხებში, ეჭვიანობა, სიხარბე
9 – მიღწევები, ახალი საყვარელი ან სიმპათიის ობიექტი, ქორწინება მდიდარ ადამიანზე, ნუ იქნებით ჯიუტი
10 – ფულის მიღება მოულოდნელად, იღბალი, საზღვარგარეთ მოგზაურობა, ახალი მეგობარი ან სიყვარული
ვალეტი – საიმედო მეგობარი, ახალგაზრდა ადამიანი მუქი ფერის თმით, ახალგაზრდა ადამიანი ცეცხლის სტიქიის ნიშნით
დედოფალი – მომხიბვლელი და თავდაჯერებული ქალი, ქალი მუქი ფერის თმით, ქალი ცეცხლის სტიქიის ნიშნით, მრჩეველი ქალი
მეფე – პატიოსანი, დიდსულოვანი და მოსიყვარულე მამაკაცი, მამაკაცი მუქი ფერის თმით, მამაკაცი ცეცხლის სტიქიის ნიშნით
ტუზი – სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ბედნიერება, წერილი ფულთან დაკავშირებით
ყვავი
2 – დაშორება, ჭორაობა, ტყუილი, რთული ცვლილებები
3 – ორგულობა, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორთან
4 – ავადმყოფობა, სადარდებელი ფულთან და ბიზნესთან დაკავშირებით, გატეხილი პირობები
5 – ბედნიერი სახლი, მაგრამ სხვა ადამიანების ჩარევა, წინააღმდეგობები, მაგრამ შესაძლებელია წარმატება
6 – მცირედი გაუმჯობესებები
7 – მეგობრობის გაწყვეტა, მეგობრის დაკარგვა, მოულოდნელი ტვირთი, გაფრთხილება მოსალოდნელი დანაკარგის და მწუხარების შესახებ
8 – უსიამოვნება, იმედგაცრუება, გეგმების არევა, იმედგაცრუება მეგობრების მხრიდან, რაიმეს გაუქმება, ხიფათი
9 – უიღბლობა ყველაფერში, დეპრესია, ენერგიებისგან დაცლა, განადგურება, სიკვდილი, ზედმეტი მღელვარება, ავადმყოფობა
10 – უიღბლობა, მწუხარება, თავისფლების აღკვეთა, ცუდი სიახლეები
ვალეტი – კარგად ნაცნობი, მაგრამ არასაიმედო ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი ძალიან მუქი ფერის თმით, ახალგაზრდა ადამიანი ჰაერის სტიქიის ნიშნით
დედოფალი – ქვრივი, უწესო ქალი, ქალი ძალიან მუქი ფერის თმით, ქალი ჰაერის სტიქიის ნიშნით
მეფე – ამბიციური და ავტორიტეტული მამაკაცი, მამაკაცი ძალიან მუქი ფერის თმით, მამაკაცი ჰაერის სტიქიის ნიშნით
ტუზი – ემოციური კონლიქტი, აკვიატება, სიკვდილი, მძიმე დასასრული
ჯოკერი – ახალი განვითარებები, დასაწყისი, რისკზე წასვლა
ახლა გადავიდეთ უშუალოდ მკითხაობის ვარიანტებზე. მართალია, სათამაშო ბანქოსთვის ცალკე მკითხაობებია შედგენილი, მაგრამ შეგიძლიათ, სცადოთ ტაროთი მკითხაობის ვარიანტებიც, რომელიც ბლოგშია განთავსებული. შესაძლებელია, გამოგადგეთ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვერაფერს გეტყვით.
ამ ვარიანტით ხდება მკითხაობა 3 ბანქოზე. აურიეთ დასტა, ჩაიფიქრეთ შეკითხვა: ”რა მოხდა წარსულში? რა ხდება აწმყოში? რა მოხდება მომავალში?”, მოჭერით და ამოიღეთ 3 ბანქო. 1-ლი ბანქო აღნიშნავს წარსულს, მე-2 – აწმყოს და მე-3 მომავალს.
მკითხაობის მე-3 ვარიანტი
ეს ვარიანტიც გათვლილია წარსულის, აწმყოს და მომავლის განხილვაზე. აურიეთ დასტა, მოჭერით და დაალაგეთ ამ სქემის მიხედვით.
1, 2, 3 – წარსული
4, 5, 6 – აწმყო
7, 8, 9 – მომავალი
მკითხაობის მე-4 ვარიანტი
ეს ბოშური მკითხაობის ერთერთი ვარიანტია. ბანქო დაალაგეთ შემდეგი სქემის მიხედვით.
I რიგი – წარსული
II რიგი – აწმყო
III რიგი – მომავალი
1, 8, 15 – სამუშაო და წარმატება
2, 9, 16 – გეგმები და განზრახვები
3, 10, 17 – იღბალი და უიღბლობა
4, 11, 18 – მეგობრები და მხარდაჭერა
5, 12, 19 – სიყვარული და სექსი
6, 13, 20 – ოჯახი
7, 14, 21 – პერსონალური მდგომარეობა
მკითხაობის მე-5 ვარიანტი
36 ბანქო აურიეთ, მოჭერით, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ფიგურის ”მეფე” ან ”დედოფალი” (გააჩნია, ვისზე მკითხაობთ) და დააწყვეთ 4 რიგად (თითოეულ რიგში შედის 9 ბანქო). იპოვნეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ”მეფე” ან ”დედოფალი”. ახლა დააკვირდით, თუ რომელი ბანქოები ესაზღვრება მას. სწორედ ამ ბანქოებით იმკითხავეთ.
მკითხაობის მე-6 ვარიანტი
სამკითხაოდ აიღეთ 36 ბანქო, აურიეთ, მოჭერით და დაიწყეთ ბანქოების ერთმანეთზე დალაგება ასეთი პრინციპით: თქვით ”6-იანი” და დადეთ პირველი ბანქო. შემდეგ თქვით ”7-იანი” და ზემოდან მეორე ბანქო დაადეთ. ასე გააგრძელეთ ტუზის ჩათვლით. შემდეგ კი თავიდან დაიწყეთ ათვლა. რომლებიც დაემთხვევა (ანუ თუ თქვენს ნათქვამზე შესაბამისი ბანქო ამოვა, მაგალითად ”10-იანზე” ”10-იანი”), ცალკე გადადეთ და 3 ბანქოს შეგროვების შემდეგ მათზე იმკითხავეთ.
ქვემოთ მოცემულ მკითხაობებს თავიანთი დამოუკიდებელი განმარტებები აქვთ:
მკითხაობის 1-ლი ვარიანტი
აიღეთ 36 ბანქო (6-დან ტუზის ჩათვლით). კარგად აურიეთ, მოჭერით და დადეთ დასტა მაგიდაზე. ჩაიფიქრეთ შეკითხვა და აიღეთ დასტიდან 1 ბანქო.