zodiac

ლომი

23 ივლისი – 22 აგვისტო

როდესაც ზეციური მეუფენი შეიკრიბნენ, რათა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის თავიანთი ძღვენი ეწყალობებინათ, ლომის ნიშანთან მისვლის დროს, ეტყობა, საუკეთესო გუნებაზე გახლდნენ, ისე უხვად არის ეს ნიშანი მათგან დაჯილდოებული. მმართველი პლანეტად მზის მეტი რომ აღარაფერი გაემეტებინათ ლომისთვის, ესეც საკმარისი იქნებოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ ღმერთები მეტისმეტად მოწყალენი იყვნენ იმ დღეს; მათ აქციეს ლომი მუდმივ ნიშნად, მიანიჭეს მას სტაბილურობა და ამით გამოხატეს თავიანთი სურვილი, წარმატებისა და ძალაუფლების გზაზე დახმარებოდნენ ლომებს. შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლის ნიშანი იქნება, ამით მისცეს მას ენერგიულობა, სითბო, გულითადობა.
და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ მართავს ჰოროსკოპის მე–5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს. მაგრამ ერთი ღმერთი უკმაყოფილო იყო სხვების. მიაჩნდა, რომ ისინი ლომს აფუჭებენ – ეგებ აგვისტოს ხვატმა გააღიზიანოს გიგი! მან დაწყევლა ლომი; ისეთი ნაკლი დააკვება, რომელიც სხვა ღმერთბის მიერ მიძვნილი უპირატესობების გამოყენებაში უშლის ხელს. ეს ნაკლია – უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. იმავე ღმერთმა იმასაც მიაღწია, რომ ლომის ნიშნის მუდმივობა სიჯიუტეს მიახლოვებოდა. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომი თავისი მაღალი ღირსებებიდან იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ თავის პატივმოყვარეობას მოთოკავს და თავმდაბლობასა და მორჩილებას გამოიჩენს, ეს კი ყელაზე ძნელი გამოცდაა ლომისთვის. მაგრამ ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს. ამ ნიშნის ადამინაები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართალც და ლომების უმეტესობა ზემდგომ, გაკონტროლებულ პოზიციებს ეტანება, მაგრამ მათ დემოკრატიული გზით უნდა გასწიონ კონტროლი, თორემ აუტანელ პატარა ნაპოლეონებად იქნევიან. დიახ, ბონაპარტე ლომის ნიშნით იყო დაბადებული. მუსოლინიც. ლომის ნიშნის ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ. მამაკაცი – ლომები თავიანთ სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედად ჩათვალონ. მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან. განუვითარებელი ტიპის ქალებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდა თავის გასაღება.
ამ მიზნით მძაფრ სუნამოებს ხმარობენ, რისკიანად, უგემოვნოდ იცვამენ და პირიქით, საწინააღმდეგო შედეგს აღწევენ. ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობაში არცთუ ღრმანი არიან. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს. როცა ლომი ახერხებს შეზღუდოს ბატონობის სურვილი, ტრაბახს მოუკლოს და ნება არ მისცეს თავსი უკიდურეს სიამაყეს,
ყველაზე ამაღლდეს, იგი საუცხოო ხდება. ამ დროს მართლაც „მეფური ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილება შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიულობას მიეჩვევა, ნახავს, რომ ხალხი ისედაც ყურადღების ცენტრში იყოლიებს მას. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს სცენიურობის ნიჭი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება. სანამ სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ არ ზრუნავენ იმაზე, სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ამ ცხოვრებისაგან.

უარყოფითი თვისებები

რახან ზეციურმა ძალებმა ამდენი სიკეთე მიჰმადლეს ლომს, იგი ფხიზლად უნდა იყოს, რომ თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს. ლომს ისე ძალიან უნდა სხვებიც აიყოლიოს თავისი მისწრაფებების შესრულებაში, რომ ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ ცოტა თუა თანახმა თავისი „მე“ დათმოს ლომის საამებლად. გაცილებით მეტს მოიგებს, თუ უფრო დემოკრატიულად მიუდგება სხვების უფლებებსა და მისწრაფებებს. ლომს ყოველთვის სურს, ხალხმა მასზე კარგი იფიქროს, თავის თავზე შემქმნილი იდეალური წარმოდგენა სხვებსაც გადასდოს. ამისათვის ხშირად კეთილშობილების ნიღაბს იფარებს, რათა ქება დაიმსახუროს. კარგი იქნება, თუ მართლა შეითვისებს კეთილშობილების მოჩვენებით იერს, მაშინ მისი უარყოფითი თვისება – თვალთმაქცობა – დადებითადაც შეიძლება იქცეს, თორემ ეს ყველაფერი ზერელობაში გადაიზრდება. და კიდევ, ლომი არ უნდა წამოეგოს ბრიყვებისთვის განკუთვნილ ანკესზე – პირფერობაზე.

დადებითი თვისებები

ტიპიური ლომი მბრძანებლური და კეთლშობილური ნიშანია. მას დიდი საშემსრულებლო უნარი აქვს, იგი ხელმძღვანელობისათვის არის დაბადებული. ყველასათვის მიმზიდველია და, როცა მას რაიმე გარკვეული პირადი მიზნების მიღწევა უნდა, მის მომხიბლაობას წინ ვერავინ აღუდგება, მზე, ლომის მმართველი –მძლავრი მოკავშირეა და ლომს იმდენი ძალ–ღონის დაძაბვა არ სჭირდება, რამდენიც სხვა ნიშნებს. იგი ისედაც აღწევს მიზანს, რადგანაც ხალხი მას აღმერთებს და ხელს უწყობს, მაგრამ ლომმა თავის პატივმოყვარეობას გასაქანი არ უნდა მისცეს, თრემ შეიძლება ბუზღუნაც გახდეს. ჩვენდა საბედნიეროდ, ლომი თავიანთ უნარს ძირითადად საზოგადოების სასიკეთოდ იყენებენ; ისინი მუხლჩაუდგამი მშრომელები არიან და ცხოვრებაში ყველაფერს პატიოსანი გზით აღწევენ. მათ იციან, როგორ გამოიყენონ ძალაუფლება, მე მგონი, ღირსეულად უწოდებთ მათ მეფეებს და დედოფლებს.