კუროს მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. ის არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის
კურო (Taurus) დედამიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია – თბილი, მგზნებარე, ქალური ნიშანი, სხვებზე მეტად გრძნობს ვენერას ვიბრაციას. კუროსთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ყველა მიწიერ სიამოვნებას – არიან გამოუსწორებელი ჰედონისტები (ანუ, მათი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება), აფასებენ ყველაფერ საუკეთესოს – ღვინოს, სიგარას, საკვებს... მათი მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. კურო არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის. ეს ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და გონებით მოქმედი ნიშანია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად გვხვდებიან ფინანსისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები. ქალი კუროები ხშირად ოჯახური კერის მფარველობასა ან ძვირად ღირებულ საყვარლობას ამჯობინებენ და ამ დროს თავიანთ ბუნებრივ მიმზიდველობას იყენებენ. კუროებისთვის ძალზე კომფორტულია ლოგიკური, მოწესრიგებული სამყარო – სტაბილურობისა და წესრიგის მდგომარეობაში ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ. მათთვის დამღუპველია ექსტრავაგანტულობა და ნოვატორობა. არიან ძალზე ჯიუტი, ნებისყოფიანი, უსმენენ მხოლოდ საუთარ თავს, ძალზე ძნელია, გადაარწმუნო ისინი, მოტეხო, აიძულო, რომ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ იმოქმედონ. ამასთან, ძალზე დამოკიდებული არიან სექსუალურ ცხოვრებაზე – სიყვარულსა და სექსში უფრო მგზნებარე და მგრძნობიარე პარტნიორის ნახვა ნამდვილად არაა იოლი.
მამაკაცი კურო სოლიდური, მშვიდი, კონსერვატიულია, არ გამოირჩევა ტემპერამენტით. მაგრამ თუ მდგომარეობიდან გამოიყვანთ, მის მრისხანებას საზღვარი არ ექნება. მასში არ არის მძლავრი ენერგია, არ „აფრქვევს“ იდეებს, ცოტაოდენ ზარმაცი და პასიურია, თუმცა, შეუძლია მატერიალური კომფორტის უზრუნველყოფა, საკუთარ თავზე ოჯახსა და საყვარელ ქალზე მზრუნველობის აღება, საიმედო პარტნიორობის გაწევა. კურო მამაკაცი ამჯობინებს, სამუდამო ცხოვრებისთვის შეარჩიოს თავისთვის კომფორტული ქალი. უპირატესობას ანიჭებს თანაბარუფლებიან ურთიერთობებს. იშვიათად ეყრება ცოლს.
ზოდიაქოს თანავარსკვლავედში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ქალია, გამოირჩევა მძლავრი სექსუალრი ენერგიით. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად არის შეკრებებისა და წვეულებების ცენტრში, მაგრამ, ამასთან, ლიდერობის პრეტენზია არ აქვს. ქალი კურო უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ინტელექტუალური ეგზემპლარია, თუმცა ყოფაში უსაზღვროდ ბრძენია – იშვიათად თუ შეუძლია ქალს, აიძულოს მამაკაცი, ფუფუნებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს ის. ამასთან, ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე ქალი–კუროების უმეტეს ნაწილი ირჩევს პასიურ პარტნიორს, რომელიც მზადაა, ის ხელით ატაროს და მისი ყველა სურვილი შეასრულოს.
კუროს დაპყრობა, რომელიც სრულყოფილად ფლობს ფლირტის ხელოვნებას, ყველაზე ადვილია კლასიკური ხერხებით – ძვირფასი საჩუქრებით, რომანტიკული პაემნებით. ამასთან, კურო–ქალი პათოლოგიურად ეჭვიანია და მეტოქეობის სულ უმნიშვნელო გამოვლინებასაც ვერ იტანს. ასაკთან ერთად ხდება ძალაუფლებისმოყვარე, ხასიათი უმძიმდება.
კურო ყველაზე კარგად ეთავსება დედამიწის სტიქიის სხვა წარმომადგენლებს – ქალწულებსა და თხის რქებს. სამივე სტაბილური, სერიოზული ნიშანია. ისინი არ ეძებენ შემთხვევით კავშირებს, უყვართ გრძნობებთან დაკავშირებული სიამოვნებანი და კომფორტი. ასევე დედამიწის ნიშან სასწორთან კავშირი მაინცდამაინც არ გამოსდით – შედარებით ბრუტალურ და ძლიერ კუროს აღიზიანებს სასწორის ზედაპირულობა და დახვეწილობა. წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ მგზნებარე კავშირია შესაძლებელი მორიელთან.
30 წლის შემდეგ კუროები იცვლიან პრიორიტეტებსა და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, ამიტომ შესაძლებელია მათი კავშირი ტყუპებთან და ვერძებთან. ტყუპებს პრაქტიკული კუროების ცხოვრებაში შეაქვთ ინტელექტი, მაგრამ ერთგვარ „თავქარიანობასა“ და არამდგრადობას ჰარმონიის დარღვევა შეუძლია. ვერძებთან კავშირი კუროებს მძლავრ სასიცოცხლო ენერგიას მატებს, მაგრამ ეს ურთიერთობა უმეტესად სექსს და არა საერთო ინტერესებს ეფუძნება. კუროების კავშირი წარმოუდგენელია ლომებთან, მაგრამ ყველაზე იშვიათი ვარიანტია – მშვილდოსანთან.