zodiac

ქალწული

(24.08 - 23.09) ქალწული (Virgo) დედამიწის სტიქიის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი თვისებაა წესრიგისა და სისტემურობის სიყვარული. ქალწულების უმეტესობას ანალიტიკური გონება აქვს, მათთვის მიუღებელია ქაოსი და სპონტანურობა. ქალწულები მკაფიოდ გეგმავენ არა მარტო დღეს, არამედ მთელ ცხოვრებასაც. ეს მათ უჩვეულოდ მიზანსწრაფულ პიროვნებებად ხდის. ხანდახან მათი პერფექციონიზმი საზღვრებს გადადის და პედანტურობად გადაიქცევა ხოლმე. ქალწულები ძალზე დისციპლინირებული, ორგანიზებული და შრომისმოყვარენი არიან. ისინი არ პატიობენ შეცდომებს არც თავის თავსა და არც სხვებს.
ქალწულებს, როგორც წესი, არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. იშვიათად ნახავთ მათ ხმაურიან საღამოზე. თავისუფალი დროის გატარება ახლობლების წრეში ურჩევნიათ.

ქალწულები მატერიალისტები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, აფასებენ ფუფუნებას, ფინანსურ შესაძლებლობებს. ყურადღება დეტალებისადმი და სკრუპულოზურობა დასახული ამოცანების შესრულებისას მათ შესანიშნავ შემსრულებლებად აყალიბებს, ხოლო კრიტიკული აზროვნება, პრაქტიკულობა და იდეალისადმი სწრაფვა ხელმძღვანელი პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მიწიერი არსებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრი შემოქმედებითი ადამიანი იბადება. ქალწულის სუსტი თვისებებია მიდრეკილება სტერეოტიპიზაციის, პედანტურობისკენ და სხვისი შეცდომების პატიების უნარის არქონა. საქმეში ქალწულები კარიერისტები არიან, ტოტალურად აკონტროლებენ მთელ პროცესს, მძიმედ განიცდიან წარუმატებლობას და მარცხთან შეგუება არ შეუძლიათ. მათი ძლიერი მხარეა ინტელექტუალობა, თანამიმდევრულობა და საკუთარი იდეალების ერთგულება. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.

ქალწული - მამაკაცი

ქალწული მამაკაცი მშვიდი და გონივრულია. მისთვის უცხოა დემონსტრაციულობა, პოზიორობა და ტრაბახი. ის დიდხანს აკვირდება, დეტალურად ფიქრობს თითოეულ ნაბიჯზე. ურთიერთობებში ის ინიციატივას იშვიათად იჩენს, თუმცა ერთგული და საიმედო პარტნიორია. პროფესიაში, თავიანთი მიზანსწრაფულობითა და თანამიმდევრულობით, დიდი წარმატებებს აღწევენ.

ცხოვრების თანამეგზურის არჩევას ქალწული მამაკაცი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, ის გააანალიზებს, შეადარებს პლუსებსა და მინუსებს, მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს; მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიიღო, უკან აღარ დაიხევს. ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ხშირად უცოლო რჩებიან, ან გვიან მოჰყავთ ცოლი. მაგრამ, თუ დაქორწინდნენ, იშვიათად შორდებიან თავიანთ რჩეულს. მოსწონთ ყველა გაგებით იდეალური ქალი - მოკრძალებული, აღზრდილი, განათლებული, ლამაზი, იდუმალებით მოსილი და ძნელად მოსაპოვებელი. მაგრამ ასეთ ურთიერთობებშიც ის მისი გაკონტროლებასა და ჭკუის სწავლებას შეეცდება. ქალწული მამაკაცისგან არ უნდა ელოდოთ სიურპრიზებს ან ემოციურ აფეთქებებს. ის სტაბილურია, პროგნოზირებადი. ყველა ნაბიჯი მას დაგეგმილი აქვს და როდესაც ქალი ამ ლოგიკას ჩაწვდება, თავად მამაკაცის ამოცნობაც უკვე შესაძლებელი იქნება.

ქალწული - ქალი

ქალი ქალწული ერთგულების იდეალია. პირველ შეხვედრაზე ის ცივი და გულგრილი ჩანს. ასეთი საქციელის უკან იმალება ის, რომ მან კარგად უნდა გააანალიზოს ვითარება და გათვალოს ყველა რისკი, სანამ თავის ემოციებს გაამჟღავნებს. მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, თუ საკუთარი იმედები გაუცრუვდება, ამიტომ გრძნობებს ის დიდი სიფრთხილით ამჟღავნებს. თუნდაც სიგიჟემდე იყოს შეყვარებული, ქალი ქალწული არასდროს გადაეშვება თავით ჭაობში - კრიტიკული აზროვნება და განსჯის უნარი ამ ნიშნის წარმომადგენლებს არასდროს ტოვებს.

ქალწულები სრულყოფისკენს ისწრაფვიან ყველაფერში - კარიერაშიც, ურთიერთობებშიც, გარეგნობაშიც. მათთვის უცხოა კეკლუცობა, მაგრამ ასევე - ცრუ მორცხვობაც. ისინი ღირსეულად იღებენ დამსახურებულ ქათინაურებს, მაგრამ აეს მათთვის ცდუნების საფუძველი არ არის. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები კარგად ერკვევიან ადამიანებში და მათი მოტყუება ნამდვილად ძნელია. არიან რა პატიოსანი, არ შეუძლიათ ეშმაკობა, მოტყუება - ეს თვისებები ქალ ქალწულებს შესანიშნავ მეუღლეებად და დედებად აყალიბებს. ერთგულება, მომთხოვნელობა და გონივრულობა - ამ თვისებებს წააწყდება მამაკაცი მაუღლე ქალი ქალწულის სახით.