zodiac

მერწყული

20 იანვარი - 18 თებერვალი

ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი – 90–იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში. ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს.
ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000 წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით – ჰუმანიზმის ქადაგება. მერწყულის ხანის ზოგიერთი ნაადრევი გამოვლინება უკვე ჩანს თანამედროვე მეამბოხე და ფიცხი ახალგაზრდობის მოქმედებაში. მაგალითად, სოციალური რეფორმებით დაინტერესება, მათი უცნაური, წინააღმდეგობრივი მოქმედება, ჩაცმის მანერა და განსაკუთრებით, სექსუალური შეხედულებები – ჯგუფური კომუნები. მაგრამ მერწყულის ხანის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამინაი უკვე თავისებურად იქცეოდა, თვითგამოხატვას ცდილობდა ჩაცმის, თავის დაჭერის, მოქმედების უჩვეულო მანერით, რაც საგონებელში აგდებდა მათ დედ–მამას.
მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი. განმასხვავებელი „ურანული თვისებებია“ ორიგინალობა და თვითგამოხატვა. შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის“ სინონიმია. იმის მიუხედავად, დილეტანტებად დარჩებიან, თუ თავიანთ ენერგიას კაცობრიობის პრობლემებსა და საჭიროებების გადაჭრისკენ წარმართავენ , მერწყულებს ხალხში ყოფნა უყვართ. მათ ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ ურანი ისე აწყობს, რომ მათ არასწორად გაუგონ; თვითნ მერწყულსაც არასწორად ესმის თავისი თავის. მერწყულს ან ყველაფერი შეუძლია, ან არაფერი, მაგრამ მარტო იშვიათად იქნება. მისი სული გაგებას ესწრაფვის, მას ხალხი სჭირდება, მსმენელები. მერწყული ჩვეულებრივ გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო ეჩვენება. მერწყული ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსხედვა, ამიტომ ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ურანის ზემოქმედებაში მყოფ ხალხს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაფრის ათვისებისა, რომ ისინი ახალ ტექნიკას აღიქვამენ და ქვეყნად ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობენ. წარმოსახვის რა ნიჭი აქვთ და როგორი კონსტრუქციული საზოგადოებრივი შეგნება. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს კლინეტ მერწყულებს, მიჰყვნენ თავიანთ წინათგრნობებს და მისწრაფებებს, რაგინდ უცნაური არ ეჩვენებოდეთ ისინი. მერწყულს ერთგვარი განდგომა ახასიათებს და ხშირდა ხალხს იგი ცივი და უსულგულო ჰოგონია. იგი ყოველთვის ისე როდი ერთვება ადმიანებთან ურთიერთობაში როგორც სხვა, მაგრამ გულგრილნი არასოდეს არიან, მერწყული ურიგებს თავის საკუთრებას – წყალს მთელს კაცობრიობას. მას უყავარს სამსახურის გაწევა და იმის საშისროება არსებობოს, რომ ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს, თუ ბრძნულ რჩევას არ მიიღებს მისმა კეთილშობილებამ იგი შიეძლება სულიერად და მატერიალურად გააღარიბოს. მერწყული მოწესრიგებულია; იშვიათად ეწყინება რამე, სანამ დინჯი განსჯის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედული კაცია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.

უარყოფითი თვისებები

მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის – სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი – პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამინათა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედინაობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული – მეგობრობის სახლის გამგებელი – პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.

დადებითი თვისებები

ტიპიური ლომი მბრძანებლური და კეთლშობილური ნიშანია. მას დიდი საშემსრულებლო უნარი აქვს, იგი ხელმძღვანელობისათვის არის დაბადებული. ყველასათვის მიმზიდველია და, როცა მას რაიმე გარკვეული პირადი მიზნების მიღწევა უნდა, მის მომხიბლაობას წინ ვერავინ აღუდგება, მზე, ლომის მმართველი –მძლავრი მოკავშირეა და ლომს იმდენი ძალ–ღონის დაძაბვა არ სჭირდება, რამდენიც სხვა ნიშნებს. იგი ისედაც აღწევს მიზანს, რადგანაც ხალხი მას აღმერთებს და ხელს უწყობს, მაგრამ ლომმა თავის პატივმოყვარეობას გასაქანი არ უნდა მისცეს, თრემ შეიძლება ბუზღუნაც გახდეს. ჩვენდა საბედნიეროდ, ლომი თავიანთ უნარს ძირითადად საზოგადოების სასიკეთოდ იყენებენ; ისინი მუხლჩაუდგამი მშრომელები არიან და ცხოვრებაში ყველაფერს პატიოსანი გზით აღწევენ. მათ იციან, როგორ გამოიყენონ ძალაუფლება, მე მგონი, ღირსეულად უწოდებთ მათ მეფეებს და დედოფლებს.