ტაროს კარტი დღესდღეობით ერთერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მანტიკური სისტემაა. მისი წარმოშობის შესახებ დღემდე მიმდინარეობს დავა ტაროლოგებსა და მეცნირებს შორის, გამოიკვეთა უამრავი ვერსია: ეგვიპტე, ატლანტიდა, საფრანგეთი, ბოშები და ა.შ. კლასიკური ტაროს დასტა შედგება 78 არკანისგან( ლათ.arcanum-საიდუმლო), რომლებიც იყოფიან ორ ნაწილად, მაღალ და დაბალ არკანებად.
მაღალი არკანები
მაღალი არკანები შედგებიან 22 არკანისაგან, ითვლება რომ, სწორედ ამ 22 არკანებში არის მოთავსებული მაღალი ცივილზაციების სიბრძნე ეს 22 არკანი ასახავს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს, ასევე ეს 22 არკანი ასოცირდება ივრითის ანბანის 22 ასოსთან, აპოკალიფსის 22 თავთან, მას ასევე უკავშირდება 12 ზოდიაქო + 10 პლანეტა.
დაბალი არკანები
დაბალი არკანები იყოფიან ოთხ კლასად : კვერთხები, ხმლები, თასები და პენტაკლები(მონეტები, დინარიები). ყოველი კლასი შედგება 14 დაბალი არკანისგან. დაბალი არკანები უფრო კონკრეტიკით არიან დატვირთული და მაღალ არკანებთან ერთად უფრო კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდიან. ყოველი კლასი ასევე უკავშირდება თითოეულ სტიქიას
ვერსიები ტაროს კარტის წარმოშობისა
ტარო ეს არ არის უბრალოდ კარტის დასტა, როგორც შესაძლოა ბევრ თქვენთაგანს მოჩვენებოდა.ეს წარმოუდგენლად რთული სიმბოლოების სისტემა, რომლის წარმოშობაზე დღემდე მიმდინარეობს დავა, როგორც ზემოთ ვთქვით.
რაც შეეხება ტაროს წარმოშობის ვერსიებს, არსებობს უამრავი ჰიპოთეზა: ზოგი მიიჩნევს რომ, კარტი წარმოიშვა ინდოეთში, ზოგს მიაჩნია კარტის სამშობლო ეგვიპტე, სხვები მიიჩნევენ რომ ტარო არის ბოსათა კულტურის ნაწილი. მაგრამ ყველაზე ადრეული მოხსენება ტაროსი გხვდება V-III საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტურ და ზოროასტრიულ ნაწერებში.
ასევე უამრავი ჰიპოთეზა არსებობს სიტყვა ტაროს წარმოშობაზე. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია არის, რომ სიტყვა ტარო წარმოიშვა ძველიეგვიპტური ტა- რონ-ისგან, რაც ნიშნავს „ფარაონის გზას“ რომელიც ამოღებულია თოტის წიგნიდან.
თოტი (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი“ მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ანდჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი.(ვიკიპედია)
ერთერთი ლეგენდით თოტი იყო ადრინდელი ეგვიპტეს მმართველი, რომელმაც გამოიგონა დამწერლობა, და ის შემდგომში გახდა სიბრძნისა და მეცნიერების ხვთაება.
კიდევ არსებობს ვერსია რომ ტარო შეიქმნა ატლანტიდაში, და რომ ის შექმნეს ბრძენებმა, რომლებმაც იცოდნენ რომ მათ ცივილიზაციას გადაშენება ელოდა და მთელი თავიანთი სიბრძნე სწორედ ტაროს კარტში ჩადეს.
100 წლის წინ ევროპაში შემოსულმა ბოშებმა შემოიტანეს ტაროს კარტი და დაიწყეს მასზე მკითხაობა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა კარტს ამიტომ ბევრნი მიიჩნევენ რომ სწორეთ მათი შექმნილია კარტი, და რომ ის არის მათი კულტურის ნაწილი.
ვერსიები ვერსიებადვე რჩება მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა ფაქტი რჩება ფაქტად, ტარომ გაუძლო საუკუნეებს, რელიგიებისა და კულტურის ცვლას და დარჩა აქტუალური და საჭირო. ტარო ეს არის ხელოვნების, ინტუიციის და ცოდნის სინთეზი. ტაროს შესწავლა ეს არის რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და სურპრიზებით აღსავსე გზა.
ტარო არ არის მხოლოდ სამკითხაო სისტემა ტაროს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვიმედიტიროთ, მოვახდინოთ საგანზე ან სიტუაციაზე ზემოქმედება და ა.შ, მაგრამ ამ ყოველივეზე შემდეგ სტატიაში იქნება საუბარი…